რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კადიროვი მოსკოვზე დრონებით თავდასხმაზე: მალე გაჩვენებთ, რას ნიშნავს ნამდვილი შურისძიება

რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, მოსკოვზე დრონით თავდასხმას არანაირი ტაქტიკური, სტრატეგიული "ან თუნდაც, ფსიქოლოგიურ მნიშვნელობას არ ჰქონდა". კადიროვი დასავლეთს აფრთხილებს, რომ მალე "აჩვენებს, რას ნიშნავს ნამდვილი შურისძიება". 

"საბოლოო ჯამში, ცოტას ვიტყვი, მაგრამ დეტალებს არ გავამხელ. მალე საომარ ზონაში ვაჩვენებთ, რა არის შურისძიება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით". - წერს კადიროვი Telegram-ზე

კადიროვი მოსკოვზე დრონებით თავდასხმას ტერორისტულ აქტად აფასებს. 

"ყველას, ვინც იცნობს ამერიკული სტილის ტერორისტების მეთოდებს, ესმის, რომ ეს არის მცდელობა მიიპყრონ ყურადღება და მოიპოვონ საინფორმაციო ქულები, "ბრძოლის ველზე" მარცხის შემდეგ". - წერს ჩეჩნეთის ლიდერი. 

30 მაისის გამთენიისას ქალაქ მოსკოვში რამდენიმე დრონი ჩამოვარდა და შენობებს დაეჯახა. დრონები ჩამოაგდეს მოსკოვის ოლქის სხვა რაიონებშიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები იყო. უწყებაში ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში 8 დრონი მონაწილეობდა და ყველა მათგანი ჩამოაგდეს. რუსული მხარის ცნობით, იერიშებს მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია.

უკრაინამ თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.

კომენტარები