მარტინ სკორსეზე

სკორსეზე რომის პაპს შეხვდა, რეჟისორი იესო ქრისტეს შესახებ ახალი ფილმის გადაღებას გეგმავს

მარტინ სკორსეზემ კანის კინოფესტივალი დატოვა და ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს ეწვია. 

ვატიკანში სტუმრობისას სკორსეზე განაცხადა, რომ იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ კიდევ ერთი ფილმის გადაღებას გეგმავს. 

შეხვედრის ორგანიზატორი, გამომცემლობა Jesuit publication-ის რედაქტორი, ანტონიო სპადარო იყო. მისი თქმით რომის პაპმა შეკრებილ აუდიტორიას ამ სიტყვებით მიმართა:

"თქვენი, როგორც პოეტების, რეჟისორების, არტისტების სამსახური არის შთაბეროთ სული და სიტყვად აქციოთ ყველაფერი ის, რითიც ადამიანი ცხოვრობს, ოცნებობს, იტანჯება, როდესაც ჰარმონიასა და სილამაზეს ქმნის. გაგაკრიტიკებენ? არაუშავს, ეცადეთ ისწავლოთ კრიტიკის ხარჯზე. მთავარია დარჩით ორიგინალურები და კრეატიულები". 

რომის პაპის მიმართვას ამერიკელი რეჟისორი ამ სიტყვებით გამოეხმაურა:

"პაპმა ხელოვნების მოღვაწეებს მოგვმართა და პასუხის გაცემა მხოლოდ იმ გზით შემიძლია, რომელიც ვიცი – ქრისტეს შესახებ სცენარს დავწერ".

სკორსეზემ ქრისტეს ცხოვრების შესახებ 1988 წელს დრამა The Last Temptation of Christ გადაიღო. სურათმა რეჟისორს ოსკარის კიდევ ერთი ნომინაცია მოუტანა. 

კომენტარები