მარტინ სკორსეზე

მარტინ სკორსეზე: სტუდიებმა კინო კონტენტად აქციეს

NY Times

გამოცემა Harper's Bazaar-მა ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს ესე გამოაქვეყნა.

სკორსეზემ ესე უდიდეს იტალიელ რეჟისორს, ფედერიკო ფელინის მიუძღვნა. ერთ-ერთ მონაკვეთში იგი თანამედროვე კინოს პრობლემებსა და ტენდენციებს შეეხო. 

"ჯერ კიდევ 15 წლის წინ სიტყვა "კონტენტს" იყენებდნენ ადამიანები, რომლებიც კინოში ღრმად ერკვევიან და მას "ფორმას" ადარებდნენ. დროსთან ერთად ამ სიტყვის გამოყენება დაიწყეს მედიაკომპანიების თანამშრომლებმა, რომლებიც კინოს, როგორც ხელოვნებას, საერთოდ არ იცნობენ და არც ფიქრობენ მის შეშეცნობას. "კონტენტი" გახდა ბიზნესტერმინი, რომლითაც მოძრავ ნახატებს აფასებენ - დევიდ ლინის ფილმები, კატების ვიდეო, სუპერ ბოულის რეკლამა, სერიალის ეპიზოდი, მრავალნაწილიანი ფილმები სუპერგმირებზე. ეს გამოცდილება არ მოდის კინოთეატრებიდან, ეს გამოცდილება მოდის სტრიმინგსერვისებიდან, რომლებმაც კინოთეატრები ჩაანაცვლეს, ისევე, როგორც Amazon-მა ჩაანაცვლა მაღაზიები. მივიღეთ სიტუაცია, რომელშიც მაყურებლისთვის ყველაფერი ერთდროულად არის წარმოდგენილი, ერთი შეხედვით, ეს დემოკრატიაა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. კინოხელოვნებას ზიანი ალგორითმების გამო ადგება. გადარჩენის გზა კი კურატორების სისტემის შემოღება მგონია. ალგორითმები მათემატიკურ გამოთვლებზეა დაფუძნებული, ხოლო ისეთ პატივსაცემ არხებზე, როგორებიცაა Criterion, Mubi და Turner Classic, საქმეს კურატორები აკეთებენ. შესაძლოა, კურატორობა ელიტარული და არადემოკრატიული იყოს, მაგრამ კინოხელოვნების გადარჩენის ერთადერთი გზაა". – წერს სკორსეზე.

სკორსეზეს უკანასკნელი ნამუშევარი "ირლანდიელი" სტრიმინგსერვის Netflix-ზე 2019 წელს გამოვიდა. ამჟამად რეჟისორი ახალ პროექტზე მუშაობს, რომელშიც მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს.

კომენტარები