მარტინ სკორსეზე

მარტინ სკორსეზე: ვერ წარმოვიდგენდი ჩაკეტვა ასეთი ინტენსიური თუ იქნებოდა

The New York Times

ლეგენდარულმა რეჟისორმა, მარტინ სკორსეზემ, სახლში 5-წუთიანი ფილმი გადაიღო, რომელიც კარანტინში ყოფნისას მის გამოცდილებებზე მოგვითხრობს.

ფილმის პრემიერა BBC Two-ზე შედგება.

"ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობდით სხვადასხვა პროექტზე, ყველაფერი ტრიალებდა და უცბად აფეთქება მოხდა და გავჩერდით. ამას თან შფოთვები მოყვა", - ამბობს მარტინ სკორსეზე.

77 წლის რეჟისორის თქმით, მას ვერ წარმოედგინა, რომ იზოლაცია და ჩაკეტვა ასეთი ინტენსიური იქნებოდა.

"უეცრად აღმოვაჩინე, რომ შენ შენს თავთან ერთად ხარ და დროს სხვანაირად უყურებ. დროისგან გამოცდილებას იღებ, ზიხარ და არაფერს აკეთებ, მაგრამ არა, შენ მაინც არსებობ - ეს არის ერთი რამ",- ამბობს მარტინ სკორსეზე.

ახალი კორონავირუსის პანდემიამდე, რეჟისორი ახალ ფილმზე "Killers of the Flower Moon"-ზე მუშაობდა, სადაც ლეონარდო დიკაპრიომ და რობერტ დე ნირომ ერთად უნდა ითამაშონ.

"არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ვიქნები ამ ოთახში. არც ის ვიცი, როდის შეგვეძლება ფილმის გადაღებების დაწყება. მომავალში მსურს, რომ თან წავიღო ის ყველაფერი, რაც მიმდინარე მდგომარეობამ იძულებით მასწავლა.", - ამბობს მარტინ სკორსეზე.

კომენტარები