მარტინ სკორსეზე

მარტინ სკორსეზეს თქმით, ჯოკერი “პერსონალური მიზეზების” გამო არ გადაიღო

NME.com

მარტინ სკორსეზემ, რომელიც ბოლო დროა მარველის ფილმების კრიტიკით არის დაკავებული, BBC-სთან ინტერვიუში თქვა რომ ჯოკერის გადაღებაზე ფიქრობდა, თუმცა მერე გადაწყვიტა რომ ამის დრო არ აქვს.

რეჟისორის თქმით, ტოდ ფილიპსის ჯოკერს მისი ფილმების გავლენა აქვს, თუმცა დაზუსტებით ვერ ამბობს რომლების.

"[ჯოკერის გადაღებაზე] ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვფიქრობდი, მაგრამ გადავიწყვიტე რომ ამისთვის დრო არ მაქვს. ტოდმა ერთხელ მითხრა - "მარტი ეს შენია" და მე ვუთხარი, რომ არ ვიცოდი მინდოდა თუ არა. პერსონალური მიზეზების გამო ამაში ჩართვა არ მინდოდა, მიუხედავად იმისა რომ სცენარს კარგად ვიცნობ", - თქვა მარტინ სკორსეზემ.

მისივე თქმით, ფილმში ხოაკინ ფენიქსის შესრულება "დასამახსოვრებელი სანახაობაა".

"ფილმში შემდეგი ნაბიჯი არის, რომ პერსონაჟი ვითარდება როგორც კომიქსის პერსონაჟი. ის კომიქსის პერსონაჟი ხდება. ამის გამო ეს ცუდი ხელოვნება არ არის. უბრალოდ, ეს არ არის ჩემთვის, მომყვებით?", - თქვა მარტინ სკორსეზემ.

კომენტარები