2023 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალი

2023 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

Deadline

2023 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია. მთავარი პრიზი ფრანგ რეჟისორს, ჟუსტინ ტრიეს ფილმისთვის Anatomy Of A Fall გადაეცა.

ტრიე ფესტივალის ისტორიაში მესამე ქალია, რომელმაც მთავარი ჯილდო მიიღო. პირველი და მეორე გამარჯვებულები ჯეინ კემპიონი(Piano) და ჟიული დიუკურნო(Titan) არიან.

ფილმის მთავარი გმირი მწერალი ქალი სანდრაა, რომელსაც საკუთარი ქმრის მკვლელობაში სდებენ ბრალს. სურათის საერთაშორისო პრემიერა სექტემბერშია დაგეგმილი.

წლევანდელი კანის კინოფესტივალის ჟიურის შარშანდელი გამარჯვებული, შვედი რეჟისორი რუბენ ოსტლუნდი ხელმძღვანელობდა.

2023 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები არიან:

მთავარი პრიზი – ოქროს პალმის რტო

Anatomy De Fall, რეჟ. ჟიუსტინ ტრიე, საფრანგეთი

გრან პრი

The Zone of Interest, რეჟ. ჯონათან გლეიზერი, დიდი ბრიტანეთი

ჟიურის პრიზი

Fallen Leaves, რეჟ. აკი კაურისმიაკი, ფინეთი

საუკეთესო რეჟისორი

ტრან ან ჰუნგი, The Pot-Au-Feu, ვიეტნამი

საუკეთესო სცენარი

იუჯი საკამოტო, Monster, იაპონია

საუკეთესო მსახიობი ქალი

მერვე დიზდარი, About Day Grasses, თურქეთი

საუკეთესო მსახიობი კაცი

კოჯი იაკუშო, Perfect Days, იაპონია

საუკეთესო დებიუტი

ტიენ ან ფამი, The Yellow Cocoon Shell, ვიეტნამი

საპატიო ჯილდოები

მაიკლ დუგლასი, ჰარისონ ფორდი

კომენტარები