კანის საერთაშორისო კინოფესტივალი

ჰარისონ ფორდს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცა

კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ინდიანა ჯონსის ახალი ნაწილის პრემიერა გაიმართა. ჩვენების შემდეგ ფესტივალის ორგანიზატორებმა მსახიობ ჰარისონ ფორდს საპატიო ჯილდო გადასცეს.

დაჯილდოების წინ ეკრანზე ფორდის ფილმების კადრებით შედგენილი ვიდეოკოლაჟი აჩვენეს. მსახიობმა მადლობა გადაუხადა ფესტივალს, ცოლს კალისტა ფლოკჰარტს, კოლეგებს ფიბი უოლერ-ბრიჯს, მედს მიკელსენს და ინდიანა ჯონსის რეჟისორს ჯეიმს მანგოლდს).

"ძალიან აღელვებული ვარ. დიდი მადლობა. ამბობენ, როდესაც კვდები, მთელი ცხოვრება შენ თვალწინ ჩაივლის და აი, ჩემ თვალწინ ჩაიარა ჩემმა ცხოვრებამ (მსახიობი გულისხმობს კოლაჟს), მისმა საუკეთესო ნაწილმა, რთული პერიოდებიც მქონდა, რომელთა გადალახვაში ჩემი ცოლი კალისტა დამეხმარა. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მაქვს საშუალება ვიმუშაო ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან ჯიმი (ჯეიმს მანგოლდი), ფიბი (ფიბი უოლერ-ბრიჯი) და მადსიც (მადს მიკელსენი) კი. დიდი მადლობა ამ პატივისთვის". – ამბობს მსახიობი.

ინდიანა ჯონსის ახალი ნაწილი მიმდინარე წლის ივნისში გამოვა. 

2023 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 27 მაისს დასრულდება.

კომენტარები