2023 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალი

კანის კინოფესტივალი ჯონი დეპის ახალი ფილმით გაიხსნება

Dealine

2023 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ფრანგული ფილმით Jeanne Du Barry გაიხსნება. სურათში მთავარ როლს ჯონი დეპი ასრულებს.

ყოფილ ცოლთან, ამბერ ჰერდთან სასამართლო დავის მოგების შემდეგ Jeanne Du Barry მსახიობის პირველი მსხვილი პროექტია. ფილმში დეპი საფრანგეთის მონარქს, ლუდოვიკო XV-ს თამაშობს.

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 16 მაისს დაიწყება და 27 მაისს დასრულდება. წლევანდელი ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე შარშანდელი დაჯილდოების ტრიუმფატორი, შვედი რეჟისორი რუბენ ესტლუნდია.

ასევე ცნობილია რომ ფესტივალზე მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის, Killers of the Flower Moon-ის და ინდიანა ჯონსის მეხუთე ნაწილის პრემიერებიც იგეგმება. ფესტივალის სრული პროგრამა 13 აპრილს გახდება ცნობილი.

 

კომენტარები