2023 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალი

მაიკლ დუგლასს კანის კინოფესტივალის საპატიო ჯილდოს გადასცემენ

Hollywood Reporter

მაიკლ დუგლასს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდოს გადასცემენ. ინფორმაციას ფესტივალის ფესტივალის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დაჯილდოების ცერემონია გახსნის დღეს, 16 მაისს გაიმართება. დუგლასში კანში რამდენჯერმე ნამყოფი. სხვადასხვა წლებში ის დაესწრო საკუთარი ფილმების: Basic Instinct, China Syndrom, Falling Down, Wall Street: Money Never Sleeps და მინისერიალ Behind The Candelabra-ს პრემიერებს.

დუგლასი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მსახიობია. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს ოსკარი, ოქროს გლობუსი, BAFTA, სეზარი. 2023 წელს მან ითამაშა Ant Man-ის მესამე ნაწილში. ახლო მომავალში მსახიობი ბენჯამინ ფრანკლინის როლს შეასრულებს Apple TV+-ის სერიალში ფრანკლინი

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 16 მაისს დაიწყება და 27 მაისს დასრულდება. ყველაზე მნიშვნელოვან კინოფესტივალზე მარტინ სკორსეზეს, უეს ანდერსონისა და პედრო ალმოდოვარის ახალი ნამუშევრები იქნება ნაჩვენები.

კომენტარები