აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. წერილს ზურაბიშვილი Facebook-ზე აქვეყნებს.
"ამერიკელი ხალხის სახელით თქვენ და ქართველ ერს, რომელიც დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ.
საქართველოსა და აშშ-ს თანამშრომლობა აგერ უკვე სამ ათწლეულზე მეტი ხანია გრძელდება და ეს ხელს უწყობს რეგიონისა და მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობისა და კეთილდღეობის დამკვიდრებას. ამ ორი ქვეყნის ხალხს ერთმანეთთან ურყევი, მტკიცე კავშირი აქვს, რაც ჩამოყალიბდა ჩვენი ხალხის ერთმანეთთან უშუალო ურთიერთობისა და საერთო ღირებულებების საფუძველზე, რაც მოიცავს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის აღიარებას. ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის, რაშიც ევროკავშირისა და NATO-სკენ ნაბიჯებიც იგულისხმება. აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ (რაც მის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციითა და კონფლიქტის გაღვივების მცდელობებით გამოიხატება) საქართველოს გვერდით იქნება.
მომდევნო წლებში მოველი საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული ურთიერთობის განმტკიცებას, რათა კიდევ უფრო დაცული და უზრუნველყოფილი მომავალი შევუქმნათ ჩვენს ხალხს". - წერს ბაიდენი ზურაბიშვილს.