კოსოვო

კოსოვოში შეტაკებების შემდეგ, სერბეთმა საზღვართან ჯარი გააგზავნა

პოლიციასა და კოსოვოს სერბთა უმცირესობას შორის შეტაკებების შემდეგ, სერბეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ჯარის დანაყოფების კოსოვოს საზღვართან ახლოს გაიგზავნა

მას შემდეგ, რაც მოსახლეობა შეიკრიბა სახელმწიფო შენობების წინ სერბებით უმრავლესობის სასაზღვრო ქალაქ ზვეჩანში, ადგილზე ათამდე ადამიანი დაშავდა.

პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში კი ისმოდა სროლებისა და აფეთქებების ხმა.

შეტაკებების დაწყების მიზეზი ეთნიკურად ალბანელი მერების დამტკიცება იყო.

დაახლოებით 50 000 სერბი, რომელიც ჩრდილოეთ კოსოვოში ცხოვრობს და მთლიანი მოსახლეობის 5%-ს შეადგენს, კვლავ უარს ამბობს კოსოვოს ინსტიტუტებში მუშაობაზე, მათ შორის პოლიციაში, სასამართლოსა და მუნიციპალურ მთავრობებში. ამასთანავე, მათ აპრილის ადგილობრივ არჩევნებს ჩრდილოეთის ოთხ მუნიციპალიტეტში ბოიკოტი გამოუცხადეს. შედეგად, ეთნიკურ ალბანელებს საბჭოების კონტროლის შესაძლებლობა მიეცათ. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკრიტიკა კოსოვოს მთავრობის მიერ ძალის გამოყენება. მისი განმარტებით, კოსოვომ მიიღო გადაწყვეტილება აშშ-ისა და ევროკავშირის რჩევის საწინააღმდეგოდ.

ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ბელგრადმა რეგიონზე კონტროლი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა.

კოსოვო აღიარებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ძირითადი ქვეყნების მიერ, მაგრამ სერბეთი, რომელსაც მხარს უჭერს მისი მოკავშირე რუსეთი, უარს ამბობს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ამ უკანასკნელის წინააღმდეგია კოსოვოს შიგნით მცხოვრები ეთნიკური სერბებიც.

კომენტარები