დამოუკიდებლობის დღე

რუსთაველზე ევროკავშირის მხარდამჭერი აქციის მონაწილე დააკავეს

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის მხარდამჭერი აქციის ერთი მონაწილე დააკავეს. აქციის მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებოდნენ, ისინი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი სიმბოლიკიდან ევროკავშირის დროშების ამოღებას აპროტესტებდნენ.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, აქციის მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები