რუსეთთან ფრენების აღდგენა

პრემიერი რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს სუვერენული უფლებაა, ჰქონდეს ეროვნული ინტერესები

პირველ რიგში, აშშ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან მადლობლები ვართ ყველაფრისთვის, რაც აშშ-ს ჩვენთვის გაუკეთებია, ასევე, ევროპის მიმართაც ძალიან მადლიერნი ვართ. საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. როგორც განვმარტე, რუსეთთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს – ერთი მილიონი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს რუსეთში, დიასპორის სახით და რუსეთთან პირდაპირი ფრენები, მგონი, ჩვეულებრივი ამბავია. თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვეწევით რუსეთთან. როგორც ვახსენე, ეს არის ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი, ისევე, როგორც ამას ევროკავშირი და აშშ აკეთებს რუსეთთან

ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე, მოდერატორის დასმულ კითხვას რუსეთთან ფრენების აღდგენის შესახებ. მოდერატორმა ღარიბაშვილს ჰკითხა, ფრენების აღდგენით ხომ არ აღიზიანებს საქართველო საკუთარ მეგობრებს და ამის მაგალითად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება გაახსენა.

კომენტარები