იაპონია

კიშიდა: NATO-ში გაწევრიანებას არ ვგეგმავთ, მაგრამ განიხილება სამოკავშირეო ოფისის გახსნა

იაპონიის პრემიერმინისტრის ფუმიო კიშიდას თქმით, ქვეყანას არ აქვს გეგმები, გახდეს NATO-ს წევრი, თუმცა, განიხილავს იაპონიაში უსაფრთხოების ალიანსის სამოკავშირეო ოფისის გახსნას.

“მე არ ვიცი NATO-ში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ”. - აღნიშნა კიშიდამ და დასძინა, რომ იაპონია არ გეგმავს, გახდეს NATO-ს წევრი, ან ნახევრად წევრი ქვეყანა.  

კიშიდამ ამის შესახებ ისაუბრა მას შემდეგ, რაც იაპონიის ელჩმა აშშ-ში აღნიშნა, რომ აშშ-ს ხელმძღვანელობით სამხედრო პაქტი ტოკიოს ოფისის გახსნას გეგმავს, პირველად აზიაში, რეგიონში მოლაპარაკებების გასამარტივებლად.

გასულ წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ.

31 მარტს თურქეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში შესვლას მხარი ერთხმად დაუჭირა. რატიფიკაციის პროცესი მას შემდეგ ჩატარდა, რაც გასულ კვირაში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაცხადა, რომ ჰელსინკის ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაერთიანებაში მხარს დაუჭერდნენ.

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებს მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

კომენტარები