ხანძარი

გაიანაში ერთ-ერთ სკოლაში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 19 ბავშვი ემსხვერპლა

გაიანას ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ მადიაში, ერთ-ერთ სკოლაში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 19 ბავშვი ემსხვერპლა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა.

ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ცეცხლი ღამის საათებში გაჩნდა და მოსწავლეებმა საშუალო სკოლის საერთო საცხოვრებლის დატოვება ვერ მოახერხეს. მათივე ცნობით, სამაშველო სამსახურს ხანძრის ლიკვიდირებაში ხელს ცუდი ამინდი უშლიდა.

მიმდინარე გამოძიების პირველადი ვერსიით, ხანძარი, სავარაუდოდ, წინასწარი განზრახვით არის გაჩენილი, თუმცა, გამოძიებას ამ ეტაპზე ეჭვმიტანილები არ ჰყავს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა ნაწილი გაიანას დედაქალაქში, ჯორჯთაუნში გადაიყვანეს, სადაც რეაბილიტაციის სპეციალური ცენტრები მოეწყო.

გაიანა სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ვენესუელასა და სურინამს შორის მდებარეობს. ქალაქი მადია კი სამთო-სამრეწველო ქალაქია, სადაც ოქროსა და ბრილიანტს მოიპოვებენ.

კომენტარები