პირდაპირი ფრენები რუსეთთან

პაპუაშვილი: შევთანხმდეთ, [რუსეთთან] პირდაპირი ფრენები საერთაშორისო სანქციებს არ არღვევს

აღქმებს არ ავყვეთ და შევხედოთ ფაქტებს. ფაქტი არის შემდეგი - აქ არანაირ აღდგენებზე არა რის საუბარი. საქართველოს არასდროს თავის მხრიდან არ შეუწყვეტია პირდაპირი ფრენები რუსეთთან, საქართველოს მხრიდან რაიმე გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. არცერთ განცხადებაში, არცერთი უცხოელი პოლიტიკოსი იქნება თუ სტრუქტურა, არავინ არ ამბობს, რომ ამ ფრენებით ხდება სანქციის გვერდის ავლა ან რომელიმე სანქციის დარღვევა. ეს არის ფაქტი. 

შევთანხმდეთ იმაზე, რომ პირდაპირი ფრენები [რუსეთთან] არცერთ საერთაშორისო სანქციას არ არღვევს. 

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. 

კომენტარები