ცოფი

ხონში ძაღლს, რომელმაც 3 ბავშვი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა, მუნიციპალიტეტში კარანტინი ცხადდება

საილუსტრაციო ფოტო
shutterstock

ხონის მუნიციპალიტეტში ძაღლს, რომელმაც 3 არასრულწლოვანი დაკბინა, ცოფის ვირუსი დაუდასტურდა. ცხოველი 22 მაისს მოკვდა.

როგორც ხონის მერმა, ლადო ჯურხაძემ პირველ არხთან საუბრისას თქვა, ცოფის შემთხვევის გამო ხონში კარანტინი გამოცხადდება. ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 15 ადამიანი,  ვისაც ინფიცირებულ ძაღლთან ჰქონდა შეხება.

ეს 2023 წელს ქვეყანაში ცოფის ვირუსის დადასტურების მესამე შემთხვევაა. აპრილში ვირუსი დადასტურდა და ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ხოლო მარტში შემთხვევები გამოვლინდა ამბროლაურში.

კომენტარები