პირდაპირი ფრენები რუსეთთან

რუსებისთვის ქუთაისის აეროპორტი ევროპისკენ სატრანზიტო კერაა – დმიტრი გორინი

rustourismnews

РИА Новости-ის ინფორმაციით, რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის (PCT) ვიცე-პრეზიდენტმა დმიტრი გორინმა თქვა, რომ Red Wings-ის ფრენები მოსკოვიდან ქუთაისში რუსებს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ ეს აეროპორტი ტრანსფერებისთვის მესამე ქვეყნებში, მათ შორის ევროპაში. 

"Red Wings - ეს მიმოსვლის გაფართოებაა, თუმცა უკვე ჩარტერული ფრენების სახით. ეს ფრენები შესრულდება ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტით – მოსკოვი-ქუთაისი, ხოლო ქუთაისი არის აეროპორტი, რომელიც საშუალებას იძლევა, შესრულდეს სატრანზიტო ფრენები ევროპაში. ის შეიძლება, გამოყენებული იქნას, როგორც სატრანზიტო ჰაბი". - თქვა გორინმა. 

Red Wings-ი მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს სოჭი - თბილისი - სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შეასრულებს. ავიაკომპანია იმავე დღეებში იფრენს მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე" - აცხადებს ავიაციის სააგენტო და აღნიშნავს, რომ ავიაკომპანიას აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭეს.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კვირაში შვიდჯერ ფრენის უფლება მისცა რუსულ ავიაკომპანია Азимут-ს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, ეს კომპანია ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება.

კომენტარები