ლარი დოლართან მიმართებით 2.43 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 3.08 თეთრით. 16 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.5638 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 2.7925 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.59 ლარია, ხოლო ევროსი - 2.83 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.55 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.78 ლარად.
- რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შემდეგ, ლარი გაუფასურდა
- სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, მხოლოდ I კვარტალში სებ-მა $460 მლნ იყიდა
10 მაისის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მას შემდეგ ლარი დოლართან 8.08 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 4.95 თეთრით.
ეროვნული ბანკის განცხადებით, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სებ-მა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო.





