რუსეთთან ფრენები

ერმაკი რუსეთთან ფრენებზე: როგორც ჩანს, ზოგიერთს დაავიწყდა ტრაგედია გორში

ისტორიას ყოველთვის ახსოვს ისინი, ვინც არ იმჩნევდა გენოციდს, ნაციზმსა და მათ ავტორებს. ეს ისტორიული მეხსიერება რთულად თუ მოსწონს ვინმეს. საქართველომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების განხორცილების ნებართვა მისცა კიდევ ერთ ავიაკომპანიას, Georgian Airways-ს, მანამდე კი Azimuth-ს.

ქართველი ხალხი უკრაინის მიმართ სოლიდარობას მუდმივად გამოხატავს. ჩვენ საერთო მტერი გვყავს, რომელიც 90-იანი წლებიდან, შემდეგ 2008 წელს კლავდა ქართველებს, ხოლო 2014 წლიდან კლავს უკრაინელებს. ჩვენი ერებისთვის ეს მტერი ეგზისტენციალურია.

თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთი ცდილობს არ შეიმჩნიოს კიევზე სარაკეტო თავდასხმები, მარინკის განაგურება, მოკლული ადამიანები ბუჩაში, ირპინში, იზიუმში, ბავშვების გატაცება. როგორც ჩანს, ზოგიერთს დაავიწყდა ტრაგედია გორში.

როგორც ჩანს, ზოგს ჰგონია, რომ ეს მათ არ ეხებათ და ტერორისტებთან და მკვლელებთან ურთიერთობა ნორმალურია. არასწორი პოზიციაა, ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, ხალხიც აუცილებლად გააკეთებს ამას.

წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი Telegram-ზე.

კომენტარები