რუსეთთან ფრენები

ვოლსკი: რუსეთის კომპანიისგან საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგებით ფრენას არ უნდა ველოდოთ

[რუსეთის] ფედერაციის კომპანიისგან არ უნდა ველოდოთ იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგებით იფრენს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საკითხთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიიღეს და ძალიან კარგია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ამოიღეს იმ სიიდან, სადაც სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოებია ნახსენები.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ. 

უკრაინის მიერ სანქცირებულმა რუსულმა ავიაკომპანია Азимут-მა, რომელიც საქართველოს მიმართულებით ფრენებს 17 მაისიდან დაიწყებს, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო

ჯერ კიდევ 15 მაისს, 18:48:22 საათამდე კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელს შეეძლო, პირადი მონაცემების შეყვანისას სხვა ქვეყნებთან ერთად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც აერჩია.

კომენტარები