არჩევნები თურქეთში

ბაიდენი თურქეთის არჩევნებზე: ვინც მოიგებს, მოიგებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და თურქეთის პრეზიდენტი,  რეჯეფ თაიფ ერდოღანი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თურქეთში მიმდინარე საყოველთაო არჩევნებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ის მხარეს არ ირჩევს და ვინც მოიგებს, მოიგებს.

"მე უბრალოდ იმედი მაქვს, ვინც მოიგებს, მოიგებს. მსოფლიოს ამ ნაწილში ამჟამად საკმარისი პრობლემებია" - თქვა ბაიდენმა. 

2020 წლის თურქეთის არჩევნების დროს ბაიდენმა თურქეთის ლიდერს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ავტოკრატი უწოდა და თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა ერდოღანის ოპონენტებს უნდა დაუჭიროს მხარი.

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა განსხვავებულად უნდა მივუდგეთ მას [ერდოღანს], რათა ცხადვყოთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპოზიციურ ხელმძღვანელობას." - თქვა ბაიდენმა.

თურქეთში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. პირველი ტურის შედეგებით თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 49.5%-ით ლიდერობს, ხოლო ერთიანი ოპოზიციის კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს ხმათა 44.89% აქვს.

სახელმწიფო საარჩევნო კომისიის უწყებით, არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 89%-მა მიიღო. 

მოქმედი საარჩევნო სისტემით ეს პირველი შემთხვევაა, როცა თურქეთში არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. 

მეორე ტურის დანიშვნასთან დაკავშირებით ერთიანი ოპოზიციის კანდიდატმა, ქილიჩდაროღლუმ აღნიშნა:

"თუკი ჩვენს ერს მეორე ტური უნდა, ამას პატივს ვცემთ. ერდოღანმა ის შედეგები ვერ მიიღო, რაც სურდა". 

კომენტარები