კრიმინალი

ქრთამის აღების ბრალდებით ეროვნული სატყეო სააგენტოს ორი თანამშრომელი დააკავეს

shutterstock

ფინანსთან სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით ეროვნული სატყეო სამსახურის 2 თანამშრომელი დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი სამოქმედო სატყეო უბნებიდან მიწის ნაყოფიერი ფენის უნებართვოდ მოპოვებისა და გამოტანის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ქრთამის სახით მოსთხოვეს და მიიღეს ფულადი თანხები, რა დროსაც მოხდა მათი მხილება". - წერია განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

განცხადების მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება. 

კომენტარები