რამზან კადიროვი

"იცოდნენ ზაზუს მიმართ ჩემს სიყვარულზე" – კადიროვმა უკრაინას ცხენის სანაცვლოდ $18 000 მისცა

Telegram/Kadyrov_95

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი წერს, რომ უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენლები შუამავლის დახმარებით მიმდინარე წლის დასაწყისში დაუკავშირდნენ და თავისი ცხენის, სახელად ზაზუს დაბრუნების სანაცვლოდ $18 000 მოითხოვეს. 

"იცოდნენ ცხენის მიმართ ჩემი სიყვარულის შესახებ და არ შემცდარან - რა თქმა უნდა, დავთანხმდი". – წერს კადიროვი Telegram-ზე და დასძენს, რომ ზაზუ უკვე გზაშია. 

მისივე თქმით, დასავლეთის მიერ 2014 წელს დაწესებული სანქციების გამო ზაზუ ჩეხეთში იყო "დაპატიმრებული". 

ამასთან, კადიროვის თქმით, ეგონა, რომ ზაზუს სანქციების მოხსნის შემდეგ დაუბრუნებდნენ პატრონს.

"მაგრამ აღმოჩნდა, რომ სპეცსამსახურებს გაბედული გეგმა ჰქონდათ - მათ ერთ-ერთი თავლიდან უბრალოდ მოაწყვეს ზაზუს ქურდობის ამბავი ჩეხეთის პოლიციასთან შეთანხმებით". – აღნიშნავს კადიროვი. 

კადიროვის განმარტებით, ზაზუს მემკვიდრეობასა და რეალურ ღირებულებასთან შედარებით $18 000 არაფერია.

"ასე რომ, მეგობრებო, თუ რაიმეს ჩამოტანა გჭირდებათ ევროპიდან, დაუკავშირდით უკრაინის სპეცსამსახურებს. სწრაფად, პროფესიონალურად, იაფად, სანქციების გვერდის ავლით!". – წერს კადიროვი.

კომენტარები