ავსტრია

ავსტრიაში საქალაქთაშორისო მატარებელში ადოლფ ჰიტლერის სიტყვების ჩანაწერი გაუშვეს

ავსტრიაში საქალაქთაშორისო მატარებელში ადოლფ ჰიტლერის სიტყვების ჩანაწერი გაუშვეს

ჩვეულებრივი განცხადებების ნაცვლად, მატარებელში ისმოდა "Heil Hitler" და "Sieg Heil". ოპერატორის თქმით, ბოლო დღეებში რამდენიმე ასეთი შემთხვევა მოხდა.

BBC-სთან ინტერვიუში, მგზავრმა აღნიშნა, რომ მატარებელში ყველა "სრულიად განცვიფრებული" იყო.

"ჯერ ჰიტლერის გამოსვლის 30 წამი იყო, შემდეგ კი გავიგე - Sieg Heil". - თქვა მან. 

BBC-სთვის გაგზავნილ წერილში, ავსტრიის რკინიგზის (OEBB) წარმომადგენელმა თქვა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ და ვარაუდობენ, რომ განცხადებები უშუალოდ მატარებელში მყოფი ადამიანების მიერ გაკეთდა. მათივე ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ პოლიციას შეატყობინეს და საჩივარი ორ პირზეა შეტანილი.

მწვანეთა პარტიის დეპუტატმა, დევიდ სტოეგმიულერმა თქვა, რომ მან ელექტრონული წერილი მიიღო. წერილში ეწერა, რომ მატარებელში მყოფი ქალი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა, ჩანაწერის გაშვების მომენტში ატირდა.

კომენტარები