არჩევნები თურქეთში

საქართველოს საარჩევნო უბნებში ერდოღანმა - 31.34%, ქილიჩდაროღლუმ - 63.58% აიღო

საქართველოს საარჩევნო უბნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 31.34% (315 ხმა) აიღო, ოპოზიციონერმა კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ – 63.58% (639 ხმა).

ამას გარდა, ქართულ საარჩევნო უბნებში გაიმარჯვა თურქეთის ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა პარტიამ და 43.07% აიღო, ხოლო მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ – 22.23%. 

ქართულ საარჩევნო უბნებზე დარეგისტრირებული იყო თურქეთის 2 306 მოქალაქე. ხმა მისცა მათმა 43.93%-მა. 

ამ დროისთვის დათვლილია ხმათა თითქმის 100%. შედეგების მიხედვით, თურქეთში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, რადგან 50%-ს ვერც ერთი კანდიდატი გადაცდა. ამ დროისთვის, დათვლილია ხმების 99.87%, რის შედეგადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს აღებული აქვს 49.5%, ხოლო ქემალ ქილიჩდაროღლუს – 44.89%. საპარლამენტო არჩევნებში მმართველ სამართლიანობისა და განვითარების პარტიას აღებული აქვს ხმათა 35.58%, ხოლო ოპოზიციურ რესპუბლიკურ პარტიას – 25.33%. რაც შეეხება საპარლამენტო ალიანსებს, ერდოღანის სახალხო ალიანსს აღებული აქვს 49.46%, ოპოზიციურ ეროვნულ ალიანსს კი – 35.02%.

საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილზეა ულტრანაციონალისტი სინან ოღანი, რომელმაც, ამჟამინდელი მონაცემებით ხმათა 5.17% აიღო.

64 190 651 ამომრჩევლიდან აქტივობა 86.99% იყო.

კომენტარები