რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ევროვიზიის ფინალში უკრაინელების გამოსვლამდე მათი მშობლიური ქალაქი დაბომბა

GETTY IMAGES

რუსეთმა უკრაინის ქალაქი ტერნოპოლი ევროვიზიის ფინალში უკრაინის წარმომადგენელთა გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დაბომბა. ტერნოპოლი ჯგუფ Tvorchi-ის მშობლიური ქალაქია.

ლივერპულ არენაზე სცენაზე გასვლამდე ათი წუთით ადრე, ჯგუფის წევრმა Instagram-ზე დასავლეთ უკრაინაში ტერნოპოლზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

"ტერნოპილი ჰქვია ჩვენს მშობლიურ ქალაქს, რომელსაც რუსეთი მაშინ ბომბავდა, როცა ევროვიზიის სცენაზე ჩვენს ფოლადის გულზე და შეუპოვრობაზე ვმღეროდით. ეს არის ჩვენი მესიჯი: ევროპა, გაერთიანდი ბოროტების წინააღმდეგ მშვიდობისთვის!" - დაწერა Tvorchi-ის წევრმა.

კომენტარები