რუსეთი

რუსეთი დატოვებს შეთანხმებას ევროპაში კონვენციური შეიარაღებული ძალების შესახებ

TASS

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს პარლამენტში საკუთარ წარმომადგენლად დანიშნავს, რათა განიხილონ რუსეთის მიერ ევროპაშიკონვენციური შეიარაღების ძალების შეთანხმების დენონსაცია.

"რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი ალექსეევიჩ რიაბკოვი დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფიციალურ წარმომადგენლად რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფარგლებში 1990 წლის 19 ნოემბერს პარიზში ხელმოწერილი შეთანხმების "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" დენონსაციის საკითხთან დაკავშირებით". – ნათქვამია გამოქვეყნებულ დოკუმენტში. 

შეთანხმება ევროპაში კონვენციური შეიარაღებული ძალების შესახებ 1990 წელს გაფორმდა და მას ხელი მოაწერე NATO-ს მაშინდელმა ქვეყნებმა და ვარშავის პაქტის ექვსმა წევრმა. თავდაპირველი მიზანი ორ ბლოკს შორის კონვენციური შემდეგ წლებში შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა. ის რატიფიცირებული ჰქონდა მხოლოდ რუსეთს, უკრაინას, ბელარუსსა და ყაზახეთს. ვლადიმირ პუტინმა 2007 წელს გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა მანამ, სანამ NATO-ს ქვეყნები მის რატიფიკაციას არ მოახდენდნენ. უკვე 2015 წელს კი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შეთანხმებას დაასრულებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მხოლოდ ფორმალურად რჩებოდნენ მონაწილე ქვეყნების სიაში. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსეთმა დაასრულა შეთანხმების სხდომებში მონაწილეობა. ამ დრომდე, რუსეთის ინტერესებს შეთანხმების კონსულტაციების ფარგლებში ბელარუსი იცავდა. ახლა კი საუბარია შეთანხმების აბსოლუტურ დენონსაციაზე. 

კომენტარები