რუსეთ-საქართველო

ხოშტარია რუსულ ავიაკომპანიებს: თუ გაბედავთ აქ ფეხის დადგმას, მიიღებთ ფიზიკურ წინააღმდეგობას

მინდა, ვუთხრა ნებისმიერ რუსულ ავიაკომპანიას და მათ  წარმომადგენელს, რომელიც გაბედავს საქართველოში ან ოფისის გახსნას ან ფეხის დადგმას, პირდაპირ გემუქრებით, რომ თქვენ საქართველოში მიიღებთ ფიზიკურ წინააღმდეგობას. 

საქართველოში ფუნქციონირებასა და ოპერირებას თქვენ ვერ მოახერხებთ, რა გარანტიებიც არ უნდა მიიღოთ რუსული ოცნებისგან.

ეს არის საფრთხე, რომელსაც რუსული ოცნება ეხმიანება ტაშით და ატყუებს საზოგადოებას, რომ საკითხს ჰუმანიტარული განზომილება აქვს, თითქოს რუსეთში ცხოვრობს მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ტყუილი, იქ საქართველოს მილიონი მოქალაქე არ ცხოვრობს. ეს ტყუილი ემსახურება იმას, რომ ქართულმა ოცნებამ გაამართლოს ჰააგაში რომ მალე გასამართლდება, აი, იმ პრეზიდენტის ბრძანებულება. ეს არის ღალატი და ამ ღალატმა უნდა მიიღოს საკადრისი პასუხი საქართველოს მოქალაქეებისგან.

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირ ფრენებზე არსებული შეზღუდვა უქმდება. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.

კომენტარები