რეი ლიოტა

მსახიობი რეი ლიოტა 67 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რეი ლიოტა 67 წლის ასაკში დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, ის დომინიკის რესპუბლიკაში ყოფნის დროს, ძილში გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ლიოტა ქვეყანაში ფილმ Dangerous Waters-ის გადაღებების გამო იმყოფებოდა, რომელშიც მსახიობს უნდა ეთამაშა. 

რეი ლიოტას განსაკუთრებული პოპულარობა ფილმებში Field of Dreams (ოცნებების ველი) და მარტინ სკორსეზეს ოსკაროსან კინოსურათში Goodfellas (კარგი ბიჭები) შესრულებულმა როლებმა მოუტანა. ასევე, მას სხვა არაერთ ცნობილ ფილმშიც უთამაშია, მაგალითად, როგორებიცაა: Revolver (რევოლვერი), Sin City (ცოდვების ქალაქი), Killing Them Softly (მოკალი ნაზად) და სხვა. 1986 წელს ფილმ Something Wild-ში (რაღაც ველური) შესრულებული როლისთვის კი მსახიობი ოქროს გლობუსზე წარადგინეს

კომენტარები