ჰოლივუდი

2022 წელს გარდაცვლილ რეი ლიოტას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

მსახიობ რეი ლიოტას გარდაცვალებიდან თითქმის ერთ წელიწადში ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.

ლოს-ანჯელესში გამართულ ცერემონიას ლიოტას ოჯახის წევრები, საცოლე, მეგობრები და თაყვანისმცემლები დაესწრნენ. ჯილდო მსახიობის ქალიშვილს კარსენ ლიოტას გადაეცა.

"ჩემთვის ძალიან ემოციურია ამ ჯილდოს მიღება. ძალიან ვამაყობ მამაჩემით. გამორჩეული მსახიობი, საუკეთესო მეგობარი, ძმა და მამა იყო. გამიმართლა, რომ მისი შვილი ვარ. ყველას გაუმართლა ვინც იცნობდა". – ამბობს კარსენ ლიოტა.

 რეი ლიოტა 2022 წლის 26 მაისს მოულოდნელად ძილში გარდაიცვალა. შესრულებული აქვს როლები ფილმებში Goodfellas, Field of Dreams, Revolver, Copland, Killing Them Softly. 1986 წელს მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაცია, 2005 წელს გახდა ემის მფლობელი.

კომენტარები