რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსების ტყვეობისგან აზოვსტალის 45 მცველი დავიხსენით – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ცნობით, რუსების ტყვეობისგან აზოვსტალის 45 მცველი დაიხსნეს. ამის შესახებ ერმაკი Telegram-ზე წერს:

"42 კაცი და 3 ქალი, რომლებიც აზოვსტალს იცავდნენ. ყველა მათგანი აზოვის ზღვის სანაპიროზე ცხრა წლის წინ შექმნილი ეროვნული გვარდიის პოლკის მებრძოლია. მათგან 35 რიგითის ან სერჟანტის, 10 - ოფიცრის პოზიციას იკავებდა. მათ შორის არიან ჯარისკაცებიც, რომლებმაც მარიუპოლის დაცვისას იქორწინეს კიდეც. აქაა ჩვენი ჯარისკაციც, რომელიც ჯერ კიდევ სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყებამდე, შიროკინოს ოპერაციისას დაატყვევეს რუსებმა ორ წელიწად-ნახევრით. ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ ის დაუყოვნებლივ თავის პოსტს დაუბრუნდა. მეორედ აზოვსტალში დაატყვევეს და ახლა სახლში ბრუნდება". 

კომენტარები