საქართველოს პარლამენტი

რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის პოლიტიკურ ფრაქციას ევროოპტიმისტები ერქმევა

რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის პოლიტიკურ ფრაქციას ევროოპტიმისტები ერქმევა. ინფორმაცია ტაბულას რომან გოცირიძემ დაუდასტურა. 

გოცირიძის თქმით, სახელი Facebook-მკითხველის დახმარებით შეარჩიეს, კომენტარებში მომხმარებლების მიერ დაწერილი ყოველი მეორე სახელი "ევროპით" იწყებოდა. თუმცა, გოცირიძე ტაბულასთან ამბობს, რომ პარლამენტში არიან ევროპელი სოციალისტები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ევროპასთან და არსებობს პარტია ევროპული საქართველო, რომელიც, მისივე თქმით, თანხვედრაშია ევროპულ ღირებულებებთან - იმისთვის, რომ სახელი მსგავსი არ ყოფილიყო, დეპუტატებმა "ევროოპტიმისტები" შეარჩიეს.  

საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით გოცირიძემ და დეკანოიძემ ინფორმაცია დღეს, 4 მაისს გაავრცელეს.   

"ჩვენ ყოველთვის ვიყავით თანმიმდევრულები პარლამენტის როლთან დაკავშირებით. ის ორგანიზაციული და პოლიტიკური ბერკეტები, რაც პოლიტიკურ ჯგუფს აქვს, ცოტათი უფრო გაგვაძლიერებს ჩვენს საქმიანობაში". - დაწერა გოცირიძემ.  

რომან გოცირიძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2023 წლის 17 თებერვალს დატოვა, ხატია დეკანოიძემ კი 23 მარტს. 

კომენტარები