დონალდ ტრამპი

ტრამპის თქმით, პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში უკრაინაში ომს ერთ დღეში დაასრულებს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, უკრაინაში ომის დასრულებას ერთ დღეში შეძლებს

GB News-ზე, ნაიჯელ ფარაჯთან ინტერვიუში აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთ პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინს კარგად უგებდა და ჯო ბაიდენის რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული ქმედებები გააკრიტიკა. 

"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ ომს ერთ დღეში დავასრულებდი. ამას 24 საათი დასჭირდებოდა, ეს ადვილი გარიგება იქნებოდა. მართალია, ბევრი რამ ფულთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს ომი უნდა შეწყდეს. ეს არის კატასტროფა.” - თქვა ტრამპმა.

წამყვანის შეკითხვაზე, როგორ ფიქრობს, გაიმარჯვებს თუ არა ის საპრეზიდენტო არჩევნებში, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მას კარგი შანსი აქვს. ამასთანავე, ტრამპმა ჯო ბაიდენი გააკრიტიკა და თქვა, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის ნება მისცა. 

"პუტინი არასდროს შევიდოდა უკრაინაში, რომ არა ამჟამინდელი ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობა. პუტინი არ აპირებდა შეჭრას, ეს არასდროს იყო ნახსენები და მას ძალიან კარგად ვიცნობდი". – აღნიშნა ტრამპმა.

კომენტარები