კახეთი

ბებია, რომელზეც შვილიშვილი სექსუალურად ძალადობდა, გარდაიცვალა

Tabula

ბებია, რომელზეც შვილიშვილი სექსუალურად ძალადობდა, გარდაიცვალა. შემთხვევა კახეთში მოხდა.  

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

სექსუალური ძალადობის ბრალდებით კაცი 22 აპრილს დააკავეს. მას 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული ბებიაზე სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა, ასევე, მოკვლით ემუქრებოდა და საძინებელში კეტავდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფიზიკური ძალადობით და ძალადობის მუქარით ბებიის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს. აღნიშნული დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგი დაზარალებულს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარით საძინებელ ოთახში კეტავდა". - წერია განცხადებაში.

კომენტარები