კახეთში, სოფელ ვაჩნაძიანში ავტოავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ესმხვერპლა
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ის ჯერ ბორდიურს დაეჯახა და შემდეგ, ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში შევარდა.
არსებული ინფორმაციით, ეზოში მყოფი ორივე ქალი შეჯახების შედეგად გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.





