მარნეულში ქალმა კაცი დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.
ინტერპრესნიუსი წერს, რომ სავარაუდოდ, კაცი ქალის საქმრო იყო.
გამოცემა იუწყება, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ნაქირავებ ბინაში სხვა ქალთან ერთად იმყოფებოდა, რისი გაგების შემდეგაც, ადგილზე მისი საცოლე მივიდა და მამაკაცი დანით დაჭრა.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 117-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ვადით სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაშავებულის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. შსს-ში აცხადებენ, რომ დამატებით ინფორმაციას მიმდინარე გამოძიების დასრულების შემდეგ გაავრცელებენ.





