ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული 8 წლის ბავშვია, ხოლო მეორე შუახნის კაცი.
მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს იმ დროს დაეჯახა, როცა ისინი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ.
ტაბულა მომხდარზე დამატებითი ინფორმაციის მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.