რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უნგრეთი ზელენსკის: უნგრელმა ხალხმა უკვე ზედმეტად დიდი ფასი გადაიხადა ამ ომისთვის

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ თქვა, რომ უნგრეთმა უკრაინაში ომისთვის უკვე ზედმეტად დიდი ფასი გადაიხადა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

"თუ ეს განცხადება ნიშნავს, რომ პატივისცემით მადლობას უხდით უნგრელებს უკრაინიდან მილიონზე მეტი ლტოლვილის მიღებისა და მოვლისთვის, და პატივისცემით მადლობას უხდით უნგრეთს დახმარების გამოგზავნისთვის, მაშინ, არაფრის, და შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ მომავალშიც." - დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა Facebook-ზე. 

ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ზელენსკის არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, შეესაბამება თუ არა უნგრეთის ქცევა NATO-ს წევრი ქვეყნის ქცევას.

"უნგრელმა ხალხმა უკვე ზედმეტად დიდი ფასი გადაიხადა ამ ომისთვის. ბევრი უნგრელი, მათ შორის, ზაკარპატიის ოლქში მცხოვრები უნგრელი უკვე დაიღუპა ამ ომში." - დაწერა მან.

"როგორ გადავწყვიტოთ დავა ბუდაპეშტთან? საკითხავია მხოლოდ ის, თუ რა სურს ბუდაპეშტს. მეჩვენება, რომ უნგრეთის პოლიტიკურ ელიტაში დაბნეულობაა. ძალიან უცნაური სიტუაციაა – შეიძლება NATO-ს წევრი ქვეყანა იყოს რუსეთის მხარეს და NATO-ს წინააღმდეგ? 

ვფიქრობ, ეს შეუსაბამო საქციელია. მე გამოვხატავ ჩემს სუბიექტურ აზრს. მოკავშირე არ არის მხოლოდ სიტყვა, ეს არის რწმენა და ქმედება. ეს არის სახელმწიფოთა გაერთიანება, რომელთაც აქვთ იგივე შეხედულება უსაფრთხოებაზე, ღირებულებებზე. " - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები