როგორ გადავწყვიტოთ დავა ბუდაპეშტთან? საკითხავია მხოლოდ ის, თუ რა სურს ბუდაპეშტს. მეჩვენება, რომ უნგრეთის პოლიტიკურ ელიტაში დაბნეულობაა. ძალიან უცნაური სიტუაციაა – შეიძლება NATO-ს წევრი ქვეყანა იყოს რუსეთის მხარეს და NATO-ს წინააღმდეგ?
ვფიქრობ, ეს შეუსაბამო საქციელია. მე გამოვხატავ ჩემს სუბიექტურ აზრს. მოკავშირე არ არის მხოლოდ სიტყვა, ეს არის რწმენა და ქმედება. ეს არის სახელმწიფოთა გაერთიანება, რომელთაც აქვთ იგივე შეხედულება უსაფრთხოებაზე, ღირებულებებზე.