უკრაინა-NATO

ზელენსკი: სტოლტენბერგზე რომ იყოს დამოკიდებული, უკრაინა უკვე NATO-ში იქნებოდა

Українська правда

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, NATO-ს გენერალურ მდივნის, იენს სტოლტენბერგის გადაწყვეტილებაზე რომ იყოს დამოკიდებული, უკრაინა უკვე NATO-ში იქნებოდა გაწევრიანებული.

"ჩვენი ბოლო შეხვედრა იენსთან, წინა შეხვედრებთან შედარებით, უკეთესი იყო. მაგრამ ისევ და ისევ, ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ გადაწყვეტილება [უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესახებ] სტოლტენბერგზე იქნებოდა დამოკიდებული, უკრაინა უკვე NATO-ში იქნებოდა". - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ კი არ გადაწყვიტა NATO-ში არყოფნა, არამედ ალიანსის ქვეყნებმა ვერ გაბედეს გადაწყვეტილების დროულად მიღება.

"ჩვენი არჩევანი არ იყო NATO-ში არყოფნა. ეს იყო NATO-ს არჩევანი და ზოგიერთი სახელმწიფოს შიში, რა მოხდება, თუ უკრაინას NATO-ში მიიღებენ, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს. არც ისე სამართლიანია, რომ აქამდე არასდროს ყოფილა საინტერესო, როგორი რეაქცია ექნებათ უკრაინაში. მაგრამ ყველას აინტერესებდა, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს. ვფიქრობ, ეს უსამართლობაა". - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები