უკრაინა-NATO

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ჯუზეპე კავო დრაგონე 8 თებერვალს თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში დრაგონე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურს ალექსანდრ სირსკის შეხვდა.

ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებიდან პირველი საგარეო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა, რისთვისაც უკრაინის პრეზიდენტმა მას მადლობა გადაუხადა.

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯუზეპე კავო დრაგონეს, შევხვდი. ერთ-ერთ თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოში გავეცანით უკრაინული შორი მოქმედების იარაღის შესაძლებლობებსა და მახასიათებლებს.ჩვენი შეხვედრის მთავარი თემები იყო მომავალი რამშტაინის შეხვედრისთვის მზადება, ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო დახმარების გაგრძელება და შორი მოქმედების დრონების ადგილობრივი წარმოების პირდაპირი ინვესტიციები" - წერს ზელენსკის თავის სოციალურ ქსელში.

ამასთანავე თავად დრაგონემ აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხი NATO-სთვის პრიორიტეტად რჩება: 

"ეს როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო ინტერესებიდან გამომდინარეობს – მხარი დავუჭიროთ უკრაინას არა მხოლოდ ახლა, არამედ მომავალშიც. ჩვენი მხარდაჭერა თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეურყეველი დარჩება. ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია სამომავლოდ უკრაინისთვის უმძლავრესი პოზიციის უზრუნველყოფა" - თქვა მან.

კომენტარები