The Washington Post-ის ინფორმაციით, რამშტაინის შეხვედრის ფარგლებში მოკავშირეებისგან უკრაინის მხარდასაჭერად ახალი ნაბიჯების წარდგენაა მოსალოდნელი, კერძოდ, NATO-ში გაწევრიანების თაობაზე.
მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის ქალაქ რამშტაინში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წარადგენს "გამარჯვების გეგმას". შეხვედრას უკრაინის მოკავშირე ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ჯო ბაიდენიც, დაესწრებიან.
The Washington Post-ის ინფორმატორების თქმით, NATO-ს ქვეყნები უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციისათვის საჭირო უფრო კონკრეტულ ვარიანტებს განიხილავენ, თუმცა უცნობია, კერძოდ რა ვარიანტებზეა საუბარი.
გარდა ამისა, ერთ-ერთმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ ვერ მიაღწია დასავლეთის ქვეყნებისგან სარაკეტო შეზღუდვების მოხსნაზე თანხმობას, კიევმა შესაძლოა გერმანიაში ჩატარებული შეხვედრის დროს სხვა სახის დახმარებაც მიიღოს.
ბოლო პერიოდში ზელენსკი დასავლელ მოკავშირეებს მიწოდებულ შორი რადიუსის რაკეტებზე, მათ შორის ამერიკულ ATAMCS-ებსა და ბრიტანულ Storm Shadow-ებზე, შეზღუდვის მოხსნას სთხოვდა, რათა უკრაინამ რუსეთში იარაღის საწყობებსა და სხვა სახის სამიზნეებზე იერიშის მიტანა შეძლოს.





