უკრაინა-NATO

სტეფანიშინა: თუ ვილნიუსის სამიტზე NATO-ს მოწვევას არ მივიღებთ, სტრატეგია გადაიხედება

უკრაინის ვიცეპრემიერის, ოლგა სტეფანიშინას თქმით, თუ ვილნიუსის სამიტზე ქვეყანა არ მიიღებს NATO-ში გაწევრიანების მოწვევას, უკრაინა იძულებული იქნება "სტრატეგიას გადახედოს". ამის შესახებ სტეფანიშინამ Европейская правда-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

სტეფანიშინას განმარებით, ვილნიუსში მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები უამრავ პროცესს გამოიწვევს, მათ შორის, სტრატეგიულ დაგეგმვასთან, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის ტრანსფორმაციასთან, ასევე მოკავშირეებთან ურთიერთობის პრიორიტეტებთან დაკავშირებით.

"უკრაინა NATO-ში არ არის მხოლოდ უსაფრთხოების გარანტია, არამედ ეს არის ყველა ლიდერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონის შემცირება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, დახმარებოდა უკრაინას ომის დროს". - თქვა სტეფანიშინამ.

გარდა ამისა, ოლგა სტეფანიშინამ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა NATO-ს შეუერთდება, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა იგი ვილნიუსის სამიტზე ალიანსში გაწევრიანების მოწვევას.

კომენტარები