რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზახაროვა: ყველაფერს ვიზამთ ბირთვული ესკალაციის ასაცილებლად, მოთმინების გამოცდას არ გირჩევთ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს ბირთვული ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, თუმცა, არავის ურჩევს, მისი მოთმინება გამოცადოს. ამის შესახებ ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოვლენების ყველაზე უარესი სცენარით განვითარების თავიდან ასაცილებლად, თუმცა, არა ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე. არავის ვურჩევ, ეჭვი შეიტანონ ჩვენს სიმტკიცეში და ამის პრაქტიკაში გამოცდას". - თქვა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, აშშ განაგრძობს რუსეთის ფუნდამენტური ინტერესების გამიზნულად შელახვას, გამიზნულად ქმნის რისკებს და ზრდის ფსონებს რუსეთთან კონფრონტაციაში.

კომენტარები