პროსტიტუცია

მასაჟის სალონის მფლობელი და 3 მენეჯერი პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის დააკავეს (VIDEO)

სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს - 1972 წელს დაბადებული, ე.კ., 1994 წელს დაბადებული ქ.ბ., 1987 წელს დაბადებული ნ.დ. და 2004 წელს დაბადებული დ.ს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ე.კ., რომელიც თბილისში მდებარე მასაჟის ერთ-ერთი სალონის მფლობელი იყო და ამავე ობიექტის მენეჯერები - ქ.ბ., ნ.დ. და დ.ს., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მომსახურების მიზნით, მასაჟის სალონში არსებულ ოთახებს გადასცემდნენ.

აღნიშნული ქალები სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან ბრალდებულებს გარკვეულ თანხას უხდიდნენ" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები