კონცერტები საქართველოში

ქავთარაძე: მთავრობა ვერ ჩაგვძირავს, Open Air-ი გაუძლებს ამ რეგვენებს

თან პროტესტი, ჯენზიობა და ათასი თესლობა გვინდა, თან მთავრობის მიერ ჩვენი ფულით ჩამოყვანილ ბენდებში 250-500 ლარის გადახდაზე წუწუნი - ოღონდ მაინც ვიხდით, გემოვნებაში თუ ჩაჯდა. გარდა იმისა, რომ სრული სიმახინჯე და სიგიჟეა სახელმწიფოს ორგანიზებული კონცერტები ნებისმიერ ქვეყანაში (ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანაში კი უბრალოდ დანაშაულია), არავინ არაფერს ამბობს, რას უშვრება კოლექტიური "ირაკლიღარიბაშვილი" ამ კონკრეტულ ბაზარს და როგორ გვიჭირს ბიძინასთან კონკურენცია კერძო ბიზნესს და სამწუხაროდ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არანაირი მხარდაჭერა არ წამიკითხავს კერძო ფესტივალების. მხოლოდ იმას ვარჩევთ, ქილერსი კარგი ბენდია თუ არა. ჩვენც ვიცით, რომ არსებობენ უკეთესი არტისტები, ვიდრე ჩამოგვყავს, მაგრამ ვერ ვუმკლავდებით. ირაკლი მეტს უხდის. ჩვენი საყვარელი მთავრობა კი, ისევ ჩვენი საყვარელი მოქალაქეების დახმარებით, გვძირავს.

ვერ ჩაგვძირავს, იმიტომ რომ ოფენ ეარი (და სხვა ფესტივალებიც) გაუძლებს ამ რეგვენებს. music breaks free და რამე.

წერს Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორი, გოგი ქავთარაძე. შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი, Black Sea Arena 2-წლიან კამპანიას, Starring Georgia-ს იწყებს, რომლის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა პოპულარული ჯგუფისა და შემსრულებლის კონცერტი გაიმართება. საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ნოემბერში თქვა, რომ 2023-2024 წლებში საქართველოს "მსოფლიო დონის მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები" ეწვევიან. ღარიბაშვილის თქმით, ამ მიზნით, მთავრობამ 70 მილიონი გამოყო.

კომენტარები