კონცერტები საქართველოში

აგვისტოში საქართველოში THE KILLERS-ისა და IMAGINE DRAGONS-ის კონცერტები გაიმართება

შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი, Black Sea Arena 2-წლიან კამპანიას, Starring Georgia-ს იწყებს, რომლის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა პოპულარული ჯგუფისა და შემსრულებლის კონცერტი გაიმართება. თბილისსა და შეკვეთილს ეწვევიან ჯგუფები: Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic და სხვა. საქართველოს მთავრობის ცნობით, გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო და "კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა".

31 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამერიკული ჯგუფის, Imagine Dragons-ის კონცერტი გაიმართება.

5 აგვისტოს შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე ცნობილი ამერიკულ ბენდის, Nile Rodgers & Chic-ის კონცერტი გამართება. 15 აგვისტოს კი - დარბაზს პოპულარული როკ ჯგუფი, The Killers ეწვევა. ასევე, შეკვეთილს ეწვევიან დიჯეი და პროდიუსერი, დამიან ლაზარუსი, ფრანგი მუსიკოსი, FKJ და გერმანელი არტისტი All Day I Dream.


საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ 2023-2024 წლებში საქართველოს "მსოფლიო დონის მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები" ეწვევიან. ღარიბაშვილის თქმით, ამ მიზნით, მთავრობამ 70 მილიონი გამოყო.

კომენტარები