2023 წელს გარდაცვლილები

25 წლის ასაკში კეი-პოპის ვარსკვლავი MOONBIN გარდაიცვალა

Rakuten

25 წლის ასაკში კეი-პოპის ვარსკვლავი, მსახიობი და მოდელი Moonbin გარდაიცვალა.

19 აპრილს მომღერალი რეპეტიციაზე არ მივიდა, პროდიუსერმა მასთან ტელეფონით დაკავშირება სცადა და მოგვიანებით ბინაში მივიდა, სადაც Moonbin გარდაცვლილი დახვდა. პოლიციის თქმით კეი-პოპის ვარსკვლავმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულდა, ზუსტი დეტალები ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

კარიერა 2004 წელს, როგორც ბავშვმა მოდელმა დაიწყო. 2006 წელს ითამაშა იუნოუ იუნჰოს კლიპში. 2009 წელს ითამაშა ფილმში Boys over Flowers. 2016 წელს ხუთ სხვა ხუთ მომღერალთან ერთად გახდა კეი-პოპ ბენდ Astro-ს წევრი. პარალელურად თამაშობდა პოპულარულ ფილმებსა და სერიალებში. 2020 წელს ბენდის წევრ იუნ სან-ჰასთან ერთად გამოუშვა სინგლი Bad Idea.

კომენტარები