2023 წელს გარდაცვლილები

92 წლის ასაკში ამერიკელი ჯაზმენი აჰმად ჯამალი გარდაიცვალა

Guardian

92 წლის ასაკში ამერიკელი პიანისტი, კომპოზიტორი და პედაგოგი აჰმად ჯამალი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი პროსტატის კიბო გახდა.

დაიბადა 1930 წელს პიტსბურგში. პიანინოზე დაკვრა 3 წლის ასაკში დაიწყო. 1951 წელს ჩამოაყალიბა ტრიო, რომელშიც ფორტეპიანო, კონტრაბასი და დასარტყამი ინსტუმენტები იყო. პოპულარობა მოუტანა ტრიოსთან ერთად ჩაწერილმა ალბომებმა Chamber Music of the New Jazz, But Not For Me და Ahmad's Blues. 1962 წელს ტრიო დაიშალა. 1964-1972 წლებში მუშაობდა ბასისტ ჯამილ ნასირთან ერთად, გამოსცა რამდენიმე წარმატებული ალბომი. 1970 წლებიდან ასევე უკრავდა სინთეზატორზეც, ამ ინსტრუმენტზე შექმნილი კომპოზიცია Suicide is Painless, გახდა ფილმ MASH-ის საუნდტრეკი. 80-იანი წლებიდან გახდა პედაგოგი, მისი მოსწავლეა ვირტუოზი პიანისტი ჰირომი უეჰარა.

სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს არაერთი საპატიო ჯილდო, მათ შორის გრემი, მელონის ჯაზ ფესტივალის ჯილდო, კენედის ცენტრის ჯილდო. არის ამერიკული ჯაზის დიდების დარბაზის წევრი.

კომენტარები